კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული შეთანხმება.
- წინამდებარე დოკუმენტი (შემდგომში – შეთანხმება ან/და ხელშეკრულება) წარმოადგენს კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს, რომელთა მიზანიც არის კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული პირობების განსაზღვრა და აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი სხვა საკითხების მოწესრიგება.
- კომპანია – შ.პ.ს გოლდ სფეისი (ს/ნ 405671713).
- თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ქვემოთ მოცემულ დეფინიციებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ვებ გვერდი – კომპანიის კუთვნილი ვებ გვერდი რომელშიც რეგისტრირდება მომხმარებელი და რომლის მეშვეობითაც იღებს მომსახურებას კომპანიისგან;
პირადი გვერდი/პირადი პროფილი – მომხმარებლის გვერდი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ახორციელებს ვებ გვერდით სარგებლობას;
მომხმარებელი – რეგისტრირებული სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელიც კომპანიისგან იღებს მომსახურებას როგორც მყიდველი ან/და გამყიდველი;
გამყიდველი – მომხმარებელი, რომელიც მისი კუთვნილი ნივთის გასხვისების მიზნით ახორციელებს შესაბამისი განაცხადის განთავსებას;
მყიდველი – მომხმარებელი, რომელიც ვებ გვერდის მეშვეობით ახორციელებს გამყიდველის მიერ განთავსებული ნივთის შეძენას;
შეთავაზება – გაყიდვის შეთავაზება ან/და შესყიდვის შეთავაზება (კონტექსტის შესაბამისად); გაყიდვის შეთავაზება – გამყიდველის მიერ მის პირად გვერდზე განთავსებული შეთავაზება მის საკუთრებაში არსებული ნივთის გასხვისების თაობაზე;
შესყიდვის შეთავაზება – მყიდველის მიერ განხორციელებული შეთავაზება გამყიდველის პირად გვერდზე განთავსებული გასაყიდი ნივთის შესყიდვის თაობაზე;
დანართი – შეთანხმების დანართ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც/რომლებიც წარმოადგენს/წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს/მოქმედებენ მასთან ერთად;
კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის ან/და მომხმარებლისა;
მხარე/მხარეები – კომპანია ან/და მომხმარებელი (კონტექსტის შესაბამისად);
სამუშაო დღე – დღე, შაბათის, კვირის ან კანონმდებლობით განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა;
შეთანხმება/ხელშეკრულება – წინამდებარე მომსახურების პირობები და ნებისმიერი დამატებითი დანართი (ასეთის არსებობისას), რომლებიც დაიდო/დაიდება მომავალში მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმებასთან მიმართებაში, ამგვარ დოკუმენტებში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით;
შეთანხმების/ხელშეკრულების გაფორმება/დადება – მომხმარებლის მიერ ვებ გვერზე რეგისტრაციის ფაქტი, რაც ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს.
- წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მის ფარგლებში მომხმარებლის ვებ გვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, კომპანია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ვებ გვერდით კერძოდ:
ა) მომხმარებელს, როგორც გამყიდველს, ეძლევა შესაძლებლობა ვებ გვერდის გამოყენებით გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული ნივთები; და
ბ) მომხმარებელს, როგორც მყიდველს, ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სხვა მომხმარებლის მიერ ვებ გვერდზე გასაყიდად განთავსებული ნივთები.
- მისი კუთვნილი ნივთების გასხვისების მიზნით, გამყიდველი უფლებამოსილია მის პირად გვერდზე განათავსოს ინფორმაცია გაყიდვის შეთავაზების თაობაზე, რისთვისაც მან პირად გვერდზე უნდა განათავსოს დეტალური ინფორმაცია გასაყიდი ნივთის შესახებ, მათ შორის ნივთის დასახელება, აღწერილობა, (მონაცემები), მწარმოებელი, დეტალები ნივთის მდგომარეობის შესახებ, ნივთის ფოტოები და ა.შ. ამასთან, ნივთის ფოტოები და მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ნივთის რეალურ მდგომარეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას დაბლოკოს გაყიდვის შეთავაზება.
5.1 გამყიდველი უფლებამოსილია ვებ გვერდის მეშვეობით გაყიდოს საიუველირო ნაკეთობები, მაჯის საათები, ნუმიზმატიკური ნივთები, მეტალების აქსესუარები. ნივთები შეიძლება იყოს როგორც ცნობილი, ასევე ნაკლებად ცნობილი ბრენდების პროდუქცია. ვებ გვერდზე ცნობილი ბრენდის პროდუქციის განთავსების შემთხვევაში, იგი უნდა იყოს ავთენტური (ორიგინალი). გასაყიდი ნივთი შეიძლება იყოს როგორც ახალი, ისე მეორადი მოხმარების ან/და ვინტაჟური.
5.2 გაყიდვის შეთავაზების განხორციელების დროს, გამყიდველი ვალდებულია ვებ გვერდის შესაბამის ველში მიუთითოს მისთვის სასურველი თანხა, რომლის მიღებაც მას სურს გასაყიდი ნივთის სანაცვლოდ. აღნიშნული თანხის მითითების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურად დააგენერირებს გასაყიდი ნივთის საფასურს, რომელიც მიეთითება გაყიდვის შეთავაზებაში. სხვაობა აპლიკაციის მიერ დაგენერირებულ თანხასა და გამყიდველის მიერ მოთხოვნილ თანხას შორის წარმოადგენს კომპანიის საკომისიოს, რომელსაც იგი იტოვებს მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ.
5.3 მიმდინარე მომენტისთვის აქტიური საკომისიო სქემა განისაზღვრება შემდეგნაირად:
100-299 | 50 ლარი |
150 | 50 ლარი |
200 | 50 ლარი |
250 | 50 ლარი |
300 | 22,00% |
350 | 22,00% |
400 | 21,50% |
450 | 21,00% |
500 | 21,00% |
550 | 20,00% |
600 | 20,00% |
650 | 20,00% |
700 | 20,00% |
750 | 20,00% |
800 | 20,00% |
850 | 20,00% |
900 | 20,00% |
950 | 20,00% |
1000 | 20,00% |
1100 | 19,50% |
1200 | 19,00% |
1300 | 18,50% |
1400 | 18,00% |
1500 | 17,50% |
1600 | 17,00% |
1700 | 16,50% |
1800 | 16,00% |
1900 | 15,50% |
2000 | 15,00% |
2100 | 15,00% |
2200 | 15,00% |
2300 | 15,00% |
2400 | 15,00% |
2500 | 15,00% |
2600 | 15,00% |
2700 | 15,00% |
2800 | 15,00% |
2900 | 15,00% |
3000 | 15,00% |
5.4 იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ხარისხისა და აღწერილობის შესაბამისობის შემოწმების შემდეგ კომპანიის თანამშრომელი ჩათვლის, რომ გამყიდველის მიერ განთავსებული გაყიდვის შეთავაზება არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კომპანია იტოვებს უფლებას გამყიდველისათვის შეტყობინების გარეშე დაუყოვნებლივ დაბლოკოს გაყიდვის შეთავაზება.
5.4.1 გამყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოხსნას პირადი გვერდიდან გაყიდვის შეთავაზება იმ ნივთზე, რომელიც მას აღარ გააჩნია, სხვადასხვა მიზეზის გამო.
5.4.2 პირადი გვერდის ფუნქციონირების გაგრძელების მიზნით, გამყიდველი ვალდებულია კვირაში ერთხელ შეამოწმოს საკუთარ პირად გვერდზე არსებული მონაცემები და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაასწოროს ნივთების ფასები ან სხვა ინფორმაცია. ცვლილებების არარსებობის შემთხვევაშიც კი, თანამშრომლობის გასაგრძელებლად მან უნდა დააჭიროს შესაბამის განახლების ღილაკს.
5.5 გამყიდველი ვალდებულია მის პირად გვერდზე ატვირთოს გასაყიდი ნივთის კორექტული ფოტოები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაბლოკოს გასაყიდი ნივთის არაკორექტული ფოტოები ან/და დაბლოკოს გაყიდვის შეთავაზება. ამასთან, კომპანია თავად განსაზღვრავს ფოტოების კორექტულობის შეფასების კრიტერიუმებს.
- მყიდველი გამყიდველის პირად გვერდზე განთავსებული გასაყიდი ნივთის შეძენის მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს შესყიდვის შეთავაზება. მყიდველი შესასყიდი ნივთის საფასურს (რომლის ოდენობაც განთავსებულია გაყიდვის შეთავაზებაში) იხდის შესყიდვის შეთავაზების განხორციელებისთანავე, რაც დასტურდება მყიდველის მობილურ ტელეფონზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი შესაბამისი შეტყობინებით.
- მყიდველის მიერ შესყიდვის შეთავაზების განხორციელების შემდეგ კომპანია განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
გასაყიდ ნივთს ანიჭებს სტატუსს „გაყიდული“;
7.1 კომპანია უზრუნველყოფს გასაყიდი ნივთის წამოღებას კურიერის მეშვეობით გამყიდველის მიერ განსაზღვრული ადგილიდან რაზეც ფორმდება მიღება ჩაბარების ოქმი.
7.2 გასაყიდი ნივთის მიღების შემდეგ, კომპანია უზრუნველყოფს გასაყიდი ნივთის ხარისხისა და აღწერილობასთან შესაბამისობის შემოწმებას ნივთის მიღებიდან არაუმეტეს 72 (სამოცდათორმეტი) საათის განმავლობაში.
7.3 კომპანია თავად განსაზღვრავს ხარისხის კონტროლის მექანიზმებს, კერძოდ, ხარისხის კონტროლის მიზნით, კომპანია ახორციელებს გასაყიდი ნივთის შემოწმებას შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: რამდენად შეესაბამება გასაყიდი ნივთის ფოტოები მის რეალურ მდგომარეობას; რამდენად შეესაბამება გასაყიდი ნივთის აღწერილობა და მახასიათებლები (ნივთის დასახელება, კატეგორია, ზომა, ფერი, სინჯის დამღა, წონა და ა.შ.). მის რეალურ მდგომარეობას, რის შემდეგაც კომპანია ახორციელებს ნივთის შემოწმებას დამოუკიდებელი სერთიფიცირებული ექსპერტების მეშვეობით, რაზედაც შეიქმნება ნივთის შესაბამისობის დასკვნა (სერთიფიკატი) მისი წონის, ზომების და სხვა მახასიათებლების შესაბამისად.
7.4 ხარისხის კონტროლის გავლის შემდგომ, კომპანია უზრუნველყოფს გასაყიდი ნივთის მყიდველისათვის ან/და მყიდველის მიერ განსაზღვრული მესამე პირისათვის ჩაბარებას (მყიდველის მიერ განსაზღვრულ მისამართზე). ხარისხის კონტროლის გავლის მომენტიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
7.5 ნივთის ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში გაყიდული ნივთის თანხა აისახება გამყიდველის ვებგვერდის ბალანსზე, რომელსაც, გამყიდველი განკარგავს თავისი შეხედულებისამებრ.
7.6 გამყიდველისგან ნივთის გადმოცემა, გამყიდველის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ექსპერტთან, მისი ერთობლივი შემოწმების შემდეგ.
7.7 თუ გარკვეული მიზეზთა გამო ვერ განხორციელდა ნივთის რეალიზაცია, იმ ნივთის დაბრუნება რომლის გადმოცემა განხორციელდა ექსპერტთან, დაბრუნებაც მოხდება იმავე ექსპერტთან, მისი შემოწმების შემდეგ.
7.8 იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტი არ დაადასტურებს გამყიდველის მიერ მოწოდებულ მონაცემებს ანუ გასაყიდი ნივთი ვერ გაივლის ხარისხის კონტროლ ნივთი ბრუნდება კომპანიის ოფისში.
7.8.0 გამყიდველის მიერ ნივთის არასწორი მონაცემების ან სხვა ქმედებების შედეგად მიღებულ კომპანიის ზიანს, აანაზღაურებს გამყიდველი.
7.8.1 მყიდველს ეგზავნება შეტყობინება აღნიშნულის თაობაზე და გაგზავნიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდარვა) საათისა, კომპანია უზრუნველყოფს მყიდველის მიერ ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნებას იმავე ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა ჩარიცხვა.
7.8.2 კომპანია ატყობინებს გამყიდველს, რომ შესასყიდმა ნივთმა ვერ გაიარა ხარისხის კონტროლი და შესყიდვის შეთავაზების მიღება შეუძლებელია, ასევე განუმარტავს მას, თუ რა მიზეზით ვერ გაიარა ნივთმა ხარისხის კონტროლი.
აღნიშნულ შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია მიაკითხოს მის კუთვნილ გასაყიდ ნივთს კომპანიის მიერ განსაზღვრულ მისამართზე და მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება არაუგვიანეს კომპანიისგან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ივარაუდება, რომ გამყიდველი უარს ამბობს გასაყიდი ნივთის მიღებაზე და საკუთრების უფლება გასაყიდ ნივთზე გადადის კომპანიაზე.
7.8.3 გასაყიდი ნივთის მიერ ხარისხის კონტროლის გაუვლელობის შემთხვევაში, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით, კომპანია ასევე უფლებამოსილია გამყიდველის მიერ განხორციელებული შემდგომი გაყიდვიდან მიღებული თანხიდან ჩამოჭრას ფულადი სახსრები მინიმუმ 20 (ოცი) ლარის ოდენობით და დაიტოვოს იგი, გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
- შესყიდვის შეთავაზების განხორციელების შემდეგ მყიდველი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს შესყიდვის შეთავაზების გაუქმება ან/და შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება. მყიდველი ვალდებულია მის მიერ მიღებული ნივთის ნაკლის შესახებ პრეტენზია დააფიქსიროს შეძენილი ნივთის მისთვის გადაცემის მომენტში. ნივთი ბარდება მყიდველს დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გაიხსნება კომპანიის წარმომადგენელთან ერთად და ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის შემდეგაც ნივთი ჩაბარებულად ითვლება.
8.1 აღნიშნული პროცესების შემდგომ კომპანია არ განიხილავს მყიდველის პრეტენზიას და ნივთის დაბრუნების შესაძლებლობას.
8.2 გასაყიდი ნივთის მიერ ხარისხის კონტროლის გაუვლელობის შედეგად შესყიდვის შეთავაზების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, მყიდველის წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება გამყიდველს, შესაბამისად, მყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერი სახის პრეტენზია წაუყენოს მხოლოდ გამყიდველს და არა კომპანიას.
- მომხმარებელი, როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი, ვალდებულია უზრუნველყოს ვებ გვერდზე მისი ვერიფიკაციისათვის აუცილებელი მონაცემების (მომხმარებლის სახელი და პაროლი) უსაფრთხოდ შენახვა. თუკი მომხმარებელს გაუჩნდება ეჭვი, რომ მის პირად გვერდს უცხო პირი იყენებს მისი ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას აღნიშნულის თაობაზე და მოითხოვოს მისი პირადი გვერდის დაბლოკვა. აღნიშნულ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის ვადაში უზრუნველყოს მომხმარებლის პირადი გვერდის დაბლოკვა და მომხმარებლისათვის ვერიფიკაციისათვის საჭირო ახალი მონაცემების მიწოდება. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის პირადი გვერდით განხორციელებულ იმ ოპერაციებზე, რომლებიც განხორციელდა კომპანიის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღებამდე და ამ შეტყობინების მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში.
9.1 კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს, მომხმარებლის თანხმობის გარეშე დაბლოკოს ან/და გააუქმოს მომხმარებლის (როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის) პირადი გვერდი.
9.1 მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
9.1.1 ვებ გვერდზე რეგისტრაციის მომენტისთვის არის ქმედუნარიანი (მათ შორის, შექმნილი კანონმდებლობით დადგენილი წესით);
9.1.2 მის მიერ ვებ გვერდზე რეგისტრაცია და შესაბამისად ხელშეკრულების პირობებზე დათანხმება ხორციელდება ნებაყოფლობით, კომპანიის ან მესამე პირის მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;
9.2 მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის პერიოდში იგი დაიცავს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობაზე;
9.3 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით შეთანხმების საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
9.4 კომპანიის პოლიტიკის ან ნებისმიერი ზემოაღნიშნული დებულების დარღვევა გამოიწვევს მის დაუყოვნებლივ დისკვალიფიკაციას შეთანხმების დადების პროცესიდან ან/და შეთანხმების შეწყვეტას.
მომხმარებლის აღნიშნული განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად შეთანხმების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
9.5 მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან და გარანტიებთან ან/და გამოიწვიოს მათი დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება მომხმარებლის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას.
9.6 მხარეები აცხადებენ და აცნობიერებენ, რომ კომპანია მხოლოდ მომხმარებლის ზემოაღნიშნული განცხადებების და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებს/დადებს და შეასრულებს შეთანხმებას.
10 შეთანხმების/ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები:
10.1 უფლებამოსილნი არიან სრულად და ჯეროვნად ისარგებლონ შეთანხმებით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით;
10.2 ისინი ვალდებულნი არიან სრულად და ჯეროვნად შეასრულონ შეთანხმებით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები.
10.3 თუ ის გარემოებები, რომლებიც შეთანხმების დადების საფუძველი გახდა, შეთანხმების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და კომპანია არ დადებდა შეთანხმებას ან დადებდა სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინა, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეთანხმების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. შეთანხმების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებული იქნება შეცვლილი გარემოებების ზეგავლენის დონე შეთანხმების პირობებზე. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დადასტურების მიზნით კომპანიის მიერ წარმოდგენილი მონაცემები მომხმარებლის მიერ არ გახდება სადაო და ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად.
- მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ შეთანხმების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზარალის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან (გადახდისაგან).
მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
11.1 მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის გადასახდელი თანხების ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს კომპანიის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ბანკის დასახელება: სს საქართველოს ბანკი ბანკის კოდი: BAGAGE22 , საბანკო ანგარიშის ნომერი: GE24BG0000000586436576.
11.2 კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გადასახდელი თანხების ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს მომხმარებლის მიერ ვებ გვერდზე რეგისტრაციის დროს მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
- ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შეტყობინების გაგზავნა დასაშვებია მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილურის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.
მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის შეტყობინების გაგზავნა შეიძლება განხორციელდეს კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@goldspace.ge ან facebook: @goldspace & Instagram: @goldpsace
კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნა შეიძლება განხორციელდეს მომხმარებლის მიერ ვებ გვერდზე რეგისტრაციის დროს მითითებულ მისამართზე, ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
12.1 მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
12.2 შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.).
შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
12.3 მხარეები ვალდებული არიან, როგორც შეთანხმების მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
12.4 კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისთვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვანი შესრულებით შელახული უფლების დასაცავად. ამ შემთხვევაში, ინფორმაციის გამცემი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის მიმღები მესამე პირის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
თუ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება მოხდება: ა) მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც ინფორმაციის გამცემი მხარე სრულად აგებს პასუხს მესამე პირის მიერ მისთვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე ან ბ) რომელიმე მხარისგან დამოუკიდებლად. თუ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება მოხდება: ა) მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც ინფორმაციის გამცემი მხარე სრულად აგებს პასუხს მესამე პირის მიერ მისთვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე ან ბ) რომელიმე მხარისგან დამოუკიდებლად.
- მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი სახის პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით ან/და ზეპირად. პრეტენზიის მიმღები მხარე ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს წამოყენებული პრეტენზია, ან წერილობით ან/და ზეპირად აცნობოს მეორე მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და მისი მიზეზების შესახებ.
13.1 ნებისმიერი დავა (მათ შორის, შეთანხმების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს.
13.2 შეთანხმება ძალაში შედის მომხმარებლის ვებ გვერდზე რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს მომხმარებლის მიერ ვებ გვერდით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად; მონაცემთა შეგროვება/მოპოვება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და აუცილებელი პირობაა ხელშეკრულების დასადებად.
14.1 მონაცემების სუბიექტისგან შეგროვებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია კომპანიის დირექტორი ქეთი ჯიშკარიანი, ელ (+995)505 052 235, ან მისი ბრძანებით დანიშნული დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
14.2 მონაცემთა დამუშავების მიზანია კომერციული საქმიანობის დრო მომხმარებლის მყიდველისა და გამყიდველის,თანამშრომლების და სხვა კომერციულ საქმიანობასთან მყოფი პირების იდენტიფიცირება.
14.3 მონაცემების სუბიექტისგან შეგროვების სამართლებრივი საფუძველია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნა.
14.4 ამ კანონის 24. მუხლის თანახმად მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მონაცემთა უშუალოდ მისგან შეგროვების შემთხვევაში
- მონაცემების უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან შეგროვებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა შეგროვებამდე ან შეგროვების დაწყებისთანავე მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, მისი წარმომადგენლის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია;
ბ) მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლის შესახებ;
გ) მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ, ხოლო თუ მონაცემთა მიწოდება http://www.matsne.gov.ge 01010000005001020936 სავალდებულოა − მონაცემთა მიწოდებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მონაცემთა შეგროვება/მოპოვება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან აუცილებელი პირობაა ხელშეკრულების დასადებად (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში);
დ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების შესახებ, თუ მონაცემები მუშავდება ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“
ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
ვ) მონაცემთა მიმღების ვინაობა ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობის შესახებ, მათ შორის, მონაცემთა გადაცემაზე ნებართვის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი გეგმავს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემას;
თ) მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
ი) მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ მონაცემთა სუბიექტი უკვე ფლობს ამ ინფორმაციას.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს, თუ სპეციალური კანონმდებლობა ადგენს მონაცემთა სუბიექტისგან მონაცემების შეგროვებისას მისი ინფორმირების განსხვავებულ წესს და ეს წესი არ იწვევს მონაცემთა სუბიექტის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. ამ შემთხვევაში სუბიექტის წერილობითი მოთხოვნის არსებობისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი
პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ არ არსებობს ამ კანონის
21-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის საფუძვლები.
- ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტს, განსაკუთრებით − თუ მონაცემთა სუბიექტი არასრულწლოვანია, მიაწოდოს მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე. ამ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ზეპირად ან წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა სუბიექტი ინფორმაციის წერილობით მიღებას ითხოვს
- შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს:
15.1 მომხმარებლის განცხადების საფუძველზე ვებ გვედზე მომხმარებლის პირადი პროფილის გაუქმების შემთხვევაში;
15.2 კომპანიის გადაწყვეტილების საფუძველზე ვებ გვერდზე მომხმარებლის პირადი პროფილის გაუქმების შემთხვევაში;
15.3 კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
15.4 შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეჩერდეს კომპანიის გადაწყვეტილების საფუძველზე ვებ გვერდზე მომხმარებლის პირადი პროფილის ბლოკირების შემთხვევაში.
15.4.1 შეთანხმების შეწყვეტა ან/და შეჩერება არ ათავისუფლებს მომხმარებელს შეთანხმებით ან/და კანონმდებლობით დადგენილი დარჩენილი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (გადახდისაგან ან/და კონფიდენციალურობის ვალდებულების შესრულებისაგან) ამგვარი ვალდებულების და პასუხისმგებლობის იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
15.5 თუ შეთანხმების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შედეგები (პასუხისმგებლობა) არ არის გათვალისწინებული შეთანხმებით, მაშინ მხარეები იხელმძღვანელებენ შესაბამისი კანონმდებლობით.
15.6 შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება მხოლოდ კომპანიის მიერ. კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე განახორციელოს შეთანხმებაში/ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.
- ხელშეკრულებაში კომპანიის მიერ ცალმხრივად განხორციელებული ცვლილებები, ძალაში შედის ვებ გვერდზე (მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე) მისი განთავსებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის შემდეგ. აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტამდე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებს და, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეთანხმება აღნიშნულ ცვლილებებს, მიმართოს კომპანიას ვებ გვერდზე ან მეილზე მისი პირადი გვერდის გაუქმების მოთხოვნით.
- შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს შეთანხმების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.
- მხარეები ადასტურებენ, რომ შეთანხმების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა შეთანხმების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
- ერთ-ერთი მხარის მხრიდან შეთანხმების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება შეთანხმების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
- შეთანხმების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად შეთანხმების ან/და მისი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა შეთანხმებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
- შეთანხმება განიმარტება და რეგულირდება კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შეთანხმებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.
- შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე და მისი ტექსტი განთავსებულია კომპანიის ვებ გვერდზე, მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.