გოლდ სფეისი არის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა, სადაც შესაძლებელია როგორც ახალი ასევე მეორადი საიუველირო ნაწარმის ყიდვა ან გაყიდვა.
პირველი პლატფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ და გაყიდოთ ოქროს ნაკეთობები, ამასთანავე ონლაინ პლათფორმაზე გაყიდული ყველა ნაკეთობა გადის მკაცრ შემოწმებას. ექსპერტთა გუნდი ამოწმებს ძვირფასი ქვების, ლითონებისა და ნამუშევრის ავთენტურობას, სანდო ლოჯისტიკური პარტნიორები კი უზრუნველყოფენ რომ თქვენი სამკაულები უსაფრთხოდ მოვიდეს თქვენამდე.
საშუალებას ვაძლევთ მომხმარებელს ჰქონდეს დიდი არჩევანი პრეფერენციების გაფილტვრის შესაძლებლობით, მარტივად და კომფორტულად შეადაროს სხვადასხვა გამყიდველის პროდუქცია ფასისა და მახასიათებლების მიხედვით.
ყველას შეუძლია იყოს გამყიდველი: ჩვენ გვჯერა, რომ კრეატიულობას არ აქვს საზღვრები. თუ თქვენ მზად ხართ გაასხვისოთ თქვენი ძვირფასეულობა, იქნება ეს ვინტაჟური ბეჭედი, ხელნაკეთი ყელსაბამი თუ ელეგანტური საყურე, შეგიძლიათ გახდეთ გამყიდველი ჩვენს პლატფორმაზე და აქციოთ თქვენი ნივთი სხვის საგანძურად.
გოლდ სფეისში გვჯერა, რომ ყველა სამკაულს თავისი ისტორია აქვს. ის შეიძლება იყოს როგორც თაობებზე გადაცემული მემკვიდრეობა, ასევე თანამედროვე, ტრენდული ნამუშევარი. თითოეული ძვირფასი ქვა და ლითონი ატარებს მოგონებებს, ემოციებსა და ოცნებებს.